Wednesday, July 5, 2017

ინტელის მე-9 დღის რელექსია

მე-9 დღეს ვიმუშავეთ ბლოგზე საქაღალდეების და ფაილის განთავსებაზე. გვასწავლა დრაივში მასალის შენახვა.
გავაცანით ერთმანეთს პრეზენტაციები.  ტრენერმა გააკეთა უკუკავშირი. მოგვცა შენიშვნები და მიგვითითა გადაჭრის გზები. დავასრულეთ ინტელის ტრენინგის კურსი, საკმაოდ რთული, ინფორმაციულად დატვირული და ჩემი აზრით შედეგიანი.

უღრმესი მადლობა ჩვენს ტრენერს, მარეხ ჯელაძეს, გაწეულიუზარმაზარი შრომისა და მოთმინებისთვის, რაც მან გასწია ჩვენი ურთიერთობის 9 დღის მანძილზე.

Thursday, June 29, 2017

ინტელის ტრენინგის მე-8 დღე

მერვე დღეს ვიმუშავეთ ბლოგზე. დავდეთ პოსტები. ვისწავლეთ სურათების ატვირთვა, დალინკვა, ფონების შეცვლა.
საავტორო უფლებებს საქაღალდეში მივუთითეთ  გამოყენებული ლიტერატურა.
გადავამოწმეთ ნამუშევრები, თუ რა უნდა გვქონოდა შენახული საქაღალდეში

ინტელის ტრენინგის მე-7 დღე

ინტელის ტრენინგის მე-7 დღის რეფლექსია

მეშვიდე დღე საკმაოდ დატვირთული გვქონდა. ვიმუშავეთVI-VII მოდულებზე.
დავასრულეთ გეგმაის შაბლონზე მუშაობა. ვიმუშავეთ ხარაჩოს  მეთოდზე. გავამზადეთ პრეზენტაციის შაბლონი მოსწავლეებისავის.
პრეზენტაციაში შევავსეთ შეფასების სლაიდი „ვმვ“ მეთოდით. ვნახეთ რა ტიპის დავალების შაბლონებს გვთავაზობს „ინტელი“.
გავერკვიეთ როგორ შევაფასოთ პროექტი ძლიერ, სუსტ და საშუალო დონის ბავშვებთან; როგორ ვომუშაოთ დავალებებზე მასწავლებელმა,  როგორც ფასილიტატორმა.

ოგორც ყოველთვის ტრენინგის დროს ყველაფერი შესანიშნავად გავიგე, სახლში დავალების შესრულებისას კი ისევ „მარეხი, მიშველე!“ დამემართა.

ტრენინგის მე-6 დღე

ინტელის ტრენინგის მე-6 დღის რეფლექსია


ტრენინგის მე-6 დღეს ვიმუშავეთ მეხუთე მოდულზე. შევამოწმეთ ტრენინგის მონაწილეთა მიერ მოტანილი დავალებები-„მოსწავლეთა სავარაუდო ნაშრომები“. განვიხილეთ ტუ რა მოგვეწონა და რას შევცვლიდით. მივიღე რჩევები, როგორ შევცვალო „მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი“.
გავეცანით შეფასების სტანდარტებს.. ვისაუბრეთ რა უნდა შეფასდეს პროექტის მსვლელობისას. ვიხილეთ მოსწავლეთა თვითშეფასების სქემები. შევიმუშავეთ შეფასების რუბრიკა.
გეგმაში შევავსეთ რამოდენიმე პუნქტი.
მივიღეთ დავალება, მოვამზადოთ შეფასების რუბრიკა,  შევავსოთ წინარე ცოდნის გრაფა გეგმაში.
ჩვენი ძლიერი მხარე ამ ტრენინგში: არ ვასრულებთ მარეხის გაოცებას ჩვენი „ნიჭიერებით“.
სუსტი მხარე-- ვერ ვახერხებთ მისი მოთმინებიდან გამოყვანას.

გისურვებთ გამძლეობას, მარეხი. ყველაფერი წინაა!

ინტელის ტრენინგის მე-5 დღე

ინტელის ტრენინგის მე-5 დღის რეფლექსია


დღეს ვიმუშავეთ მე-4 მოდულში. გადავხედეტ წინა დღის დავალებებს და მოკლეთ გადავიმეორეთ წინა დღეს გავლილი მასალა.
რამოდენიმე პროექტის მაგალითზე ჩამოგვიყალიბდა წარმოდგენა „მოსწავლის სავარაუდო ნამუშევარზე“. შევადგინეთ ერთი ნიმუში.
შემდეგ  დავიყავით წყვილებად და გავაკეთეთ ჩვენი ნამუშევრების უკუკავშირი. გავუზიარეთ ერთმანეთს ჩვენი აზრები , რჩევები, შევიტანეთ შესწორებები. ვისაუბრეთ რა მოგვეწონა მეწყვილის ნამუშევრებში.
ტრენერმა გაგვაცნო პროცედურები.  ვიმუშავეთ პროცედურების გრაფაში, ოღონდ ბოლომდე არ შეგვივსია.

აი, აქ გამოიკვეთება ჩემი სუსტი მხარე!!! 

ინტელის ტრენინგის მე-4 დღე

ინტელის ტრენინგის  მე-4 დღის რეფლექსია

მეოთხე დღეს ვიმუშავეთ მე-2 მოდულზე. გავიმეორეთ 1-2 აქტივობა, წინა დღეს გავლილი მასალა.
პროექტის გეგმა შევავსეთ შეფასების გრაფამდე.

შემდეგ განვიხილეთ პრეზენტაციის შედგენაზე. გავეცანით შეფასების სახეებს. ვიმუშავეთ „ვ.მ.ვ“ მეთოდზე.  ამ ინსტრუმენტში ვიმუშავეთ როგორც მოსწავლემ.

ეკა კობახიძის საქაღალდე

დააჭირეთ აქ და იხილეთ ეკა კობახიძის საქაღალდე