მერვე დღეს ვიმუშავეთ ბლოგზე. დავდეთ პოსტები. ვისწავლეთ სურათების ატვირთვა, დალინკვა, ფონების შეცვლა.
საავტორო უფლებებს საქაღალდეში მივუთითეთ გამოყენებული ლიტერატურა.
გადავამოწმეთ ნამუშევრები, თუ რა უნდა გვქონოდა შენახული საქაღალდეში
Thursday, June 29, 2017
ინტელის ტრენინგის მე-7 დღე
ინტელის ტრენინგის მე-7
დღის რეფლექსია
მეშვიდე დღე საკმაოდ
დატვირთული გვქონდა. ვიმუშავეთVI-VII მოდულებზე.
დავასრულეთ გეგმაის
შაბლონზე მუშაობა. ვიმუშავეთ ხარაჩოს მეთოდზე.
გავამზადეთ პრეზენტაციის შაბლონი მოსწავლეებისავის.
პრეზენტაციაში შევავსეთ
შეფასების სლაიდი „ვმვ“ მეთოდით. ვნახეთ რა ტიპის დავალების შაბლონებს გვთავაზობს
„ინტელი“.
გავერკვიეთ როგორ
შევაფასოთ პროექტი ძლიერ, სუსტ და საშუალო დონის ბავშვებთან; როგორ ვომუშაოთ დავალებებზე
მასწავლებელმა, როგორც ფასილიტატორმა.
ოგორც ყოველთვის ტრენინგის
დროს ყველაფერი შესანიშნავად გავიგე, სახლში დავალების შესრულებისას კი ისევ „მარეხი,
მიშველე!“ დამემართა.
ტრენინგის მე-6 დღე
ინტელის ტრენინგის მე-6
დღის რეფლექსია
ტრენინგის მე-6 დღეს
ვიმუშავეთ მეხუთე მოდულზე. შევამოწმეთ ტრენინგის მონაწილეთა მიერ მოტანილი დავალებები-„მოსწავლეთა
სავარაუდო ნაშრომები“. განვიხილეთ ტუ რა მოგვეწონა და რას შევცვლიდით. მივიღე რჩევები,
როგორ შევცვალო „მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი“.
გავეცანით შეფასების
სტანდარტებს.. ვისაუბრეთ რა უნდა შეფასდეს პროექტის მსვლელობისას. ვიხილეთ მოსწავლეთა
თვითშეფასების სქემები. შევიმუშავეთ შეფასების რუბრიკა.
გეგმაში შევავსეთ
რამოდენიმე პუნქტი.
მივიღეთ დავალება,
მოვამზადოთ შეფასების რუბრიკა, შევავსოთ წინარე
ცოდნის გრაფა გეგმაში.
ჩვენი ძლიერი მხარე
ამ ტრენინგში: არ ვასრულებთ მარეხის გაოცებას ჩვენი „ნიჭიერებით“.
სუსტი მხარე-- ვერ
ვახერხებთ მისი მოთმინებიდან გამოყვანას.
გისურვებთ გამძლეობას,
მარეხი. ყველაფერი წინაა!
ინტელის ტრენინგის მე-5 დღე
ინტელის ტრენინგის მე-5
დღის რეფლექსია
დღეს ვიმუშავეთ მე-4
მოდულში. გადავხედეტ წინა დღის დავალებებს და მოკლეთ გადავიმეორეთ წინა დღეს გავლილი
მასალა.
რამოდენიმე პროექტის
მაგალითზე ჩამოგვიყალიბდა წარმოდგენა „მოსწავლის სავარაუდო ნამუშევარზე“. შევადგინეთ
ერთი ნიმუში.
შემდეგ დავიყავით წყვილებად და გავაკეთეთ ჩვენი ნამუშევრების
უკუკავშირი. გავუზიარეთ ერთმანეთს ჩვენი აზრები , რჩევები, შევიტანეთ შესწორებები.
ვისაუბრეთ რა მოგვეწონა მეწყვილის ნამუშევრებში.
ტრენერმა გაგვაცნო
პროცედურები. ვიმუშავეთ პროცედურების გრაფაში,
ოღონდ ბოლომდე არ შეგვივსია.
აი, აქ გამოიკვეთება
ჩემი სუსტი მხარე!!!
ინტელის ტრენინგის მე-4 დღე
ინტელის ტრენინგის მე-4 დღის რეფლექსია
მეოთხე დღეს ვიმუშავეთ
მე-2 მოდულზე. გავიმეორეთ 1-2 აქტივობა, წინა დღეს გავლილი მასალა.
პროექტის გეგმა შევავსეთ
შეფასების გრაფამდე.
შემდეგ განვიხილეთ
პრეზენტაციის შედგენაზე. გავეცანით შეფასების სახეებს. ვიმუშავეთ „ვ.მ.ვ“ მეთოდზე. ამ ინსტრუმენტში ვიმუშავეთ როგორც მოსწავლემ.
ტრენინგგის მე-3 დღე
ტენინგის მესამე დღეს
ვიმუშავეთ ტრენინგის პროექტის გეგმის შაბლონის შევსებაზე. ყველა მონაწილემ წარმოადგინა
მომავალი პროექტის მონახაზი. ტრენერთან ერთად შევიტანეთ შესწორებები, მივიღთ რჩევები,
რისი შესწორება სჯობდა, რა იყო კარგი და რაზე შეიძლებოდა გაგვეგრძელებინა მუშაობა.
გეგმაში შევავსეთ
რამოდენიმე პუნქი. ჩამოვაყალიბეთ პროექტის შინაარსი. შევარჩეთ სტანდარები, 21-ე საუკუნის
უნარ-ჩვევები.
ჩვენს მიერ დაწერილი
მიზნები შევადრეთ ბლუმის ტაქსონომიის ზმნებს. გავეცანით საკვანძო შეკითხვებს.
კმაყოფილი ვარ, რომ
სწორად შევარჩიე პროექტის თემა. ადვილად შევავსე სხვა მითითებული პუნქტებიც. მესამე
დღეს თითქოს უფრო თავდაჯერებული ვარ. მხოლოდ
საკვანძო კითხვების ჩამოყალიბება გამიჭირდება ალბათ.
Sunday, June 11, 2017
ინტელის ტრენინგის მეორე დღე
შევისწავლეთ პროექტის ბუკლეტის დამზადება გავაკეთეთ ჩეკლისტი.. შევქმენით ბლიგი და გავხდით მაგარი ბლოგერები:)
საკმაოდ გამიადვილდა ბლოგის ნაწილი.
ცოტა გამიჭირდა ბუკლეტისთვის ფოტოების მოძიება და განავსებული ფოტოს გადაადგილება. რაც გამოწვეული იყო ჩემი კომპიუტერის გაუმართაობით.
საკმაოდ გამიადვილდა ბლოგის ნაწილი.
ცოტა გამიჭირდა ბუკლეტისთვის ფოტოების მოძიება და განავსებული ფოტოს გადაადგილება. რაც გამოწვეული იყო ჩემი კომპიუტერის გაუმართაობით.
intel-ის ტრენინგის პირველი დღე
პროექტებით სწავლების ტრენინგის პირველ დღეს მოკლედ გავეცანით ტრენინგის შინაარსს.
მოვუსმინეთ რამოდენიმე მონაწილის გამოცდილებას, რომლებმაც მოგვითხრეს მათ მიერ გაკეთებულ
პროექტების შესახებ.
შემდეგ ტრენერმა გაგვაცნო
თუ რას წარმოადგენს სასწავლო პროექტი, რა ძირითადი ნაწილებისგან შედგება, რა ს წარმოადგენს
დამატებითი რესურსები. გავეცანით პროექტის გეგმას, მის მახასიათებლებს.
გავეცანით მზა პროექტების
ნიმუშებს, განვიხილეთ მათი გეგმები და ვისაუბრეთ, ჩვენ რას შევცვლიდით ამ კონკრეტულ
პროექტებში.
მიმაჩნია, რომ ჩემი
ძლიერი მხარეა ჩემი შემოქმედებითობა, ჩემი საქმისადმი დიდი სიყვარული და სიახლისადმი მუდმივი მზაობა.
რაც შეეხება სუსტ მხარეს, ეს არის შიში ტრენინგის მასალის მოცულობასთან და სირთულესთან.
Subscribe to:
Posts (Atom)
ეკა კობახიძის საქაღალდე
დააჭირეთ აქ და იხილეთ ეკა კობახიძის საქაღალდე
-
პროექტებით სწავლების ტრენინგის პირველ დღეს მოკლედ გავეცანით ტრენინგის შინაარსს. მოვუსმინეთ რამოდენიმე მონაწილის გამოცდილებას, რომლებმაც მოგ...
-
ინტელის ტრენინგის მე-4 დღის რეფლექსია მეოთხე დღეს ვიმუშავეთ მე-2 მოდულზე. გავიმეორეთ 1-2 აქტივობა, წინა დღეს გავლილი მასალა. პროექტი...
-
ინტელის ტრენინგის მე-6 დღის რეფლექსია ტრენინგის მე-6 დღეს ვიმუშავეთ მეხუთე მოდულზე. შევამოწმეთ ტრენინგის მონაწილეთა მიერ მოტანილი და...