Sunday, June 11, 2017

intel-ის ტრენინგის პირველი დღე

პროექტებით სწავლების ტრენინგის პირველ დღეს მოკლედ გავეცანით ტრენინგის შინაარსს. მოვუსმინეთ რამოდენიმე მონაწილის გამოცდილებას, რომლებმაც მოგვითხრეს მათ მიერ გაკეთებულ პროექტების შესახებ.
შემდეგ ტრენერმა გაგვაცნო თუ რას წარმოადგენს სასწავლო პროექტი, რა ძირითადი ნაწილებისგან შედგება, რა ს წარმოადგენს დამატებითი რესურსები. გავეცანით პროექტის გეგმას, მის მახასიათებლებს.
გავეცანით მზა პროექტების ნიმუშებს, განვიხილეთ მათი გეგმები და ვისაუბრეთ, ჩვენ რას შევცვლიდით ამ კონკრეტულ პროექტებში.

მიმაჩნია, რომ ჩემი ძლიერი მხარეა ჩემი შემოქმედებითობა, ჩემი საქმისადმი დიდი სიყვარული  და სიახლისადმი მუდმივი მზაობა.

რაც შეეხება სუსტ მხარეს,  ეს არის  შიში ტრენინგის მასალის მოცულობასთან და სირთულესთან.

No comments:

Post a Comment

ეკა კობახიძის საქაღალდე

დააჭირეთ აქ და იხილეთ ეკა კობახიძის საქაღალდე